უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.9644, ევრო - 3.2973, ფუნტი - 3.8247
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9644 ლარი ეღირება, ევრო – 3.2973 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8247 ლარი.
დღეს, 5 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9653 ლარი ღირს, ევრო – 3.3093 ლარი, ფუნტი – 3.8294 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 6 ნოემბერს შევა ძალაში.