უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 ივლისისთვის - დოლარი - 3.1518 ლარი, ევრო - 3.7440 ლარი, ფუნტი - 4.3670 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1518 ლარი ეღირება, ევრო – 3.7440 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3670 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1593 ლარი ღირდა, ევრო – 3.7375 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3412 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ივლისს ამოქმედდება.