უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის - დოლარი - 3.0964 ლარი, ევრო - 3.5023 ლარი, ფუნტი - 4.1894 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0964 ლარი ეღირება, ევრო – 3.5023 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1894 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0883 ლარი ღირდა, ევრო – 3.4913 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1726 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 იანვრისთვის ამოქმედდება.