უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.6906 ლარი, ევრო - 2.9699 ლარი, ფუნტი - 3.5298 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6906 ლარი ეღირება, ევრო – 2.9699 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5298 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6896 ლარი ღირდა, ევრო – 2.9758 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5325 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 სექტემბერს ამოქმედდება.