უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აპრილისთვის - დოლარი - 3.1576 ლარი, ევრო - 3.4134 ლარი, ფუნტი - 3.8782 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1576 ლარი ეღირება, ევრო – 3.4134 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8782 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1813 ლარი ღირდა, ევრო – 3.4778 ლარი, ფუნტი – 3.9629 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აპრილს ამოქმედდება.