უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აპრილისთვის - დოლარი - 2.5517 ლარი, ევრო - 2.7734 ლარი, ფუნტი - 3.1547 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5517 ლარი ეღირება, ევრო – 2.7734 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1547 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5563 ლარი ღირდა, ევრო – 2.7802 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1634 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აპრილს ამოქმედდება.