უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოსთვის - დოლარი - 3.0719 ლარი, ევრო - 3.6021 ლარი, ფუნტი - 4.0008 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0719 ლარი ეღირება, ევრო – 3.6021 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0008 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0721 ლარი ღირდა, ევრო – 3.6420 ლარი, ფუნტი – 4.0343 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აგვისტოს ამოქმედდება.