უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.9045 ლარი, ევრო - 2.9126 ლარი, ფუნტი - 3.4029 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9045 ლარი ეღირება, ევრო – 2.9126 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4029 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8607 ლარი ღირდა, ევრო – 2.8584 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3476 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 აგვისტოსთვის ამოქმედდება.