უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.6911 ლარი, ევრო - 2.9809 ლარი, ფუნტი - 3.5447 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6911 ლარი ეღირება, ევრო – 2.9809 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5447 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6920 ლარი ღირდა, ევრო – 2.9865 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5516 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 აგვისტოს ამოქმედდება.