უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 სექტემბრისთვის - დოლარი - 3.2878 ლარი, ევრო - 3.8415 ლარი, ფუნტი - 4.2255 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2878 ლარი ეღირება, ევრო – 3.8415 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2255 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3203 ლარი ღირდა, ევრო – 3.8708 ლარი, ფუნტი – 4.2819 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 სექტემბერს ამოქმედდება.