უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის - დოლარი - 3.1283 ლარი, ევრო - 3.5441 ლარი, ფუნტი - 4.1663 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1283 ლარი ეღირება, ევრო – 3.5441 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1663 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1279 ლარი ღირდა, ევრო – 3.5414 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1623 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 დეკემბერს ამოქმედდება.