უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის - დოლარი - 3.1813 ლარი, ევრო - 3.4778 ლარი, ფუნტი - 3.9629 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1813 ლარი ეღირება, ევრო – 3.4778 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9629 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2413 ლარი ღირდა, ევრო – 3.5460 ლარი, ფუნტი – 4.0127 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აპრილს ამოქმედდება.