უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის - დოლარი - 3.1042 ლარი, ევრო - 3.6906 ლარი, ფუნტი - 4.3161 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1042 ლარი ეღირება, ევრო – 3.6906 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3161 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1244 ლარი ღირდა, ევრო – 3.7174 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3670 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აგვისტოს ამოქმედდება.