უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.7075 ლარი, ევრო - 2.9292 ლარი, ფუნტი - 3.4491 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7075 ლარი ეღირება, ევრო – 2.9292 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4491 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7133 ლარი ღირდა, ევრო – 2.9271 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4673 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აგვისტოს ამოქმედდება.