უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6606 ლარი, ევრო - 2.8780 ლარი, ფუნტი - 3.3646 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6606 ლარი ეღირება, ევრო – 2.8780 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3646 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6562 ლარი ღირდა, ევრო – 2.8820 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3686 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 თებერვალს ამოქმედდება.