უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 იანვრისთვის - დოლარი - 3.2969 ლარი, ევრო - 3.9982 ლარი, ფუნტი - 4.5286 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2969 ლარი ეღირება, ევრო – 3.9982 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5286 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3011 ლარი ღირდა, ევრო – 4.0032 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5053 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 იანვარს ამოქმედდება.