უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 აგვისტოსთვის - დოლარი - 3.1248 ლარი, ევრო - 3.6738 ლარი, ფუნტი - 4.2825 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1248 ლარი ეღირება, ევრო – 3.6738 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2825 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1288 ლარი ღირდა, ევრო – 3.6842 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3002 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 აგვისტოს ამოქმედდება.