უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6525 ლარი, ევრო - 2.8769 ლარი, ფუნტი - 3.3631 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6525 ლარი ეღირება, ევრო – 2.8769 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3631 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6530 ლარი ღირდა, ევრო – 2.8708 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3600 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 თებერვალს ამოქმედდება.