უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6325 ლარი, ევრო - 2.7889 ლარი, ფუნტი - 3.1629 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6325 ლარი ეღირება, ევრო – 2.7889 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1629 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6351 ლარი ღირდა, ევრო – 2.7929 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1708 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 თებერვალს ამოქმედდება.