უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 სექტემბრისთვის - დოლარი - 3.1181 ლარი, ევრო - 3.6582 ლარი, ფუნტი - 4.2724 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1181 ლარი ეღირება, ევრო – 3.6582 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2724 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1179 ლარი ღირდა, ევრო – 3.6532 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2650 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 სექტემბერს ამოქმედდება.