უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.8286 ლარი, ევრო - 2.7618 ლარი, ფუნტი - 3.1298 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8286 ლარი ეღირება, ევრო – 2.7618 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1298 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8372 ლარი ღირდა, ევრო – 2.8037 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2180 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 სექტემბრისთვის ამოქმედდება.