უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის - დოლარი - 3.1155 ლარი, ევრო - 3.6551 ლარი, ფუნტი - 4.2514 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1155 ლარი ეღირება, ევრო – 3.6551 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2514 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1163 ლარი ღირდა, ევრო – 3.6570 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2637 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 სექტემბერს ამოქმედდება.