უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ოქტომბრისთვის - დოლარი - 3.2274 ლარი, ევრო - 3.8267 ლარი, ფუნტი - 4.2247 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2274 ლარი ეღირება, ევრო – 3.8267 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2247 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2222 ლარი ღირდა, ევრო – 3.8067 ლარი, ფუნტი – 4.1747 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ოქტომბერს ამოქმედდება.