უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.9781, ევრო - 3.3000, ფუნტი - 3.8549
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9781 ლარი ეღირება, ევრო – 3.3000 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8549 ლარი.
დღეს, 21 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9776 ლარი ღირდა, ევრო – 3.2956 ლარი, ფუნტი – 3.8444 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 22 ნოემბერს შევა ძალაში.