უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილისთვის - დოლარი - 3.1696 ლარი, ევრო - 3.4343 ლარი, ფუნტი - 3.9116 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1696 ლარი ეღირება, ევრო – 3.4343 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9116 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1361 ლარი ღირდა, ევრო – 3.4111 ლარი, ფუნტი – 3.9142 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 აპრილს ამოქმედდება.