უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.6192 ლარი, ევრო - 2.8547 ლარი, ფუნტი - 3.3356 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6192 ლარი ეღირება, ევრო – 2.8547 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3356 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6219 ლარი ღირდა, ევრო – 2.8487 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3369 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 აგვისტოს ამოქმედდება.