უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6385 ლარი, ევრო - 2.8198 ლარი, ფუნტი - 3.1736 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6385 ლარი ეღირება, ევრო – 2.8198 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1736 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6386 ლარი ღირდა, ევრო – 2.8077 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1513 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 თებერვალს ამოქმედდება.