უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 თებერვლისთვის - დოლარი - 3.3069 ლარი, ევრო - 4.0149 ლარი, ფუნტი - 4.6270 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3069 ლარი ეღირება, ევრო – 4.0149 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6270 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3021 ლარი ღირდა, ევრო – 3.9837 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5988 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 თებერვალს ამოქმედდება.