უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.6960 ლარი, ევრო - 2.8445 ლარი, ფუნტი - 3.2662 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ეღირება, ევრო – 2.8445 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2662 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6925 ლარი ღირდა, ევრო – 2.8422 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2789 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 ოქტომბერს ამოქმედდება.