უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.7314 ლარი, ევრო - 3.0280 ლარი, ფუნტი - 3.6380 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7314 ლარი ეღირება, ევრო – 3.0280 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6380 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7300 ლარი ღირდა, ევრო – 3.0532 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6544 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ოქტომბერს ამოქმედდება.