უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7264 ლარი, ევრო - 2.9595 ლარი, ფუნტი - 3.5203 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7264 ლარი ეღირება, ევრო – 2.9595 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5203 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7427 ლარი ღირდა, ევრო – 2.9810 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5622 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ნოემბერს ამოქმედდება.