უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივნისისთვის - დოლარი - 3.1172 ლარი, ევრო - 3.4626 ლარი, ფუნტი - 3.8613 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1172 ლარი ეღირება, ევრო – 3.4626 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8613 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1761 ლარი ღირდა, ევრო – 3.5366 ლარი, ფუნტი – 3.9161 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ივნისს ამოქმედდება.