უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 აგვისტოსთვის - დოლარი - 2.6215 ლარი, ევრო - 2.8768 ლარი, ფუნტი - 3.3555 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ეღირება, ევრო – 2.8768 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3555 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6322 ლარი ღირდა, ევრო – 2.9054 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3850 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 აგვისტოს ამოქმედდება.