უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.7136 ლარი, ევრო - 3.0211 ლარი, ფუნტი - 3.5868 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7136 ლარი ეღირება, ევრო – 3.0211 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5868 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6998 ლარი ღირდა, ევრო – 3.0060 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5672 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 სექტემბერს ამოქმედდება.