უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 მარტისთვის - დოლარი - 3.1804 ლარი, ევრო - 3.4997 ლარი, ფუნტი - 3.8149 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ეღირება, ევრო – 3.4997 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8149 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ღირდა, ევრო – 3.3974 ლარი, ფუნტი – 3.7292 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 მარტს ამოქმედდება.