უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივნისისთვის - დოლარი - 3.0372 ლარი, ევრო - 3.4175 ლარი, ფუნტი - 3.7953 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0372 ლარი ეღირება, ევრო – 3.4175 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7953 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0404 ლარი ღირდა, ევრო – 3.4177 ლარი, ფუნტი – 3.8187 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ივნისს ამოქმედდება.