უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივლისისთვის - დოლარი - 2.6953 ლარი, ევრო - 2.9476 ლარი, ფუნტი - 3.5028 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6953 ლარი ეღირება, ევრო – 2.9476 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5028 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6975 ლარი ღირდა, ევრო – 2.9492 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5151 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ივლისს ამოქმედდება.