უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის - დოლარი - 3.0008 ლარი, ევრო - 3.4113 ლარი, ფუნტი - 4.0838 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0008 ლარი ეღირება, ევრო – 3.4113 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0838 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9934 ლარი ღირდა, ევრო – 3.4065 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0602 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 თებერვლისთვის ამოქმედდება.