უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 სექტემბრისთვის - დოლარი - 3.1886 ლარი, ევრო - 3.7603 ლარი, ფუნტი - 4.1343 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1886 ლარი ეღირება, ევრო – 3.7603 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1343 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1547 ლარი ღირდა, ევრო – 3.7440 ლარი, ფუნტი – 4.0872 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 სექტემბერს ამოქმედდება.