უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 სექტემბრისთვის - დოლარი - 3.1112 ლარი, ევრო - 3.6653 ლარი, ფუნტი - 4.2910 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1112 ლარი ეღირება, ევრო – 3.6653 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2910 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1141 ლარი ღირდა, ევრო – 3.6628 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3049 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 სექტემბერს ამოქმედდება.