უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7272 ლარი, ევრო - 2.8207 ლარი, ფუნტი - 3.2334 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7272 ლარი ეღირება, ევრო – 2.8207 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2334 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7396 ლარი ღირდა, ევრო – 2.8563 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2664 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 ნოემბრისთვის ამოქმედდება.