უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6434 ლარი, ევრო - 2.8308 ლარი, ფუნტი - 3.1879 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6434 ლარი ეღირება, ევრო – 2.8308 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1879 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6583 ლარი ღირდა, ევრო – 2.8585 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2410 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 თებერვალს ამოქმედდება.