უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის - დოლარი - 2.6977 ლარი, ევრო - 2.8418 ლარი, ფუნტი - 3.2791 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6977 ლარი ეღირება, ევრო – 2.8418 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2791 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6984 ლარი ღირდა, ევრო – 2.8393 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2872 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 ოქტომბერს ამოქმედდება.