უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7011 ლარი, ევრო - 2.9299 ლარი, ფუნტი - 3.3494 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7011 ლარი ეღირება, ევრო – 2.9299 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3494 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7008 ლარი ღირდა, ევრო – 2.9314 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3649 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 ნოემბერს ამოქმედდება.