უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მარტისთვის - დოლარი - 2.6999 ლარი, ევრო - 2.9402 ლარი, ფუნტი - 3.4432 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6999 ლარი ეღირება, ევრო – 2.9402 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4432 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6758 ლარი ღირდა, ევრო – 2.9271 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4282 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 მარტს ამოქმედდება.