უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილისთვის - დოლარი - 3.1334 ლარი, ევრო - 3.4173 ლარი, ფუნტი - 3.9158 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1334 ლარი ეღირება, ევრო – 3.4173 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9158 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1349 ლარი ღირდა, ევრო – 3.4305 ლარი, ფუნტი – 3.9299 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 აპრილს ამოქმედდება.