უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 თებერვლისთვის - დოლარი - 2.8718 ლარი, ევრო - 3.1127 ლარი, ფუნტი - 3.7402 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8718 ლარი ეღირება, ევრო – 3.1127 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7402 ლარი.
ოფიციალური კურსით დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8741 ლარი ღირდა, ევრო – 3.1270 ლარი, ფუნტი – 3.7314 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 თებერვალს შევა ძალაში.