უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის - დოლარი - 2.8980 ლარი, ევრო - 3.2214 ლარი, ფუნტი -3.7636 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.8980 ლარია, ევროს 3.2214 ლარი. ამასთან, თურქული ლირის კურსი 0.4946 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.7636 ლარია.
13 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8980 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2214 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4946 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7636 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 14 იანვრიდან შევა ძალაში.