უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის - დოლარი - 2.8342 ლარი, ევრო - 2.8736 ლარი, ფუნტი - 3.3081 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8342 ლარი ეღირება, ევრო – 2.8736 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3081 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8449 ლარი ღირდა, ევრო – 2.8699 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3035 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 სექტემბრისთვის ამოქმედდება.