უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისისთვის - დოლარი - 2.8664 ლარი, ევრო - 3.0834 ლარი, ფუნტი - 3.6564 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8664 ლარი ეღირება, ევრო – 3.0834 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6564 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8646 ლარი ღირდა, ევრო – 3.0763 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6504 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ივნისს ამოქმედდება.